Sunday, October 2, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე შრომატევადი და დამღლელი იყო. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ავტვირთეთ ბლოგზე,წავიკითხეთ კოლეგების ნამუშევრები და მივიღეთ რჩევები. მომავალი ტრენინგისათვის დავალებად გვაქვს, გვქონდეს დასრულებული სახით იდეა, მოსწავლის მიზნები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ბლოგზე. ბროშურის დასრულებული ვარიანტი უნდა გადავუგზავნოთ ქალბატონ ლალის მეილზე. ქალბატონი ლალის ბლოგზე, სასარგებლო რესურსებში წავკითხავთ პროექტების შეფასებას,ხუთივე კატეგორიას და შევარჩევ თითო მეთოდს. შევხვდებით 14ში 10საათზე
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა: როგორია გარემო ჩვენს ირგვლივ?
თემატური კითხვა: რა პრობლემას გვიქმნის დაბინძურებული გარემო? რისი გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ სუფთა გარემოში ვიცხოვროთ?
შინაარსობრივი კითხვა: რომელ გრამატიკულ სტრუქტურებს გამოიყენებთ გარემოზე მსჯელობისას? რომელი ინგლისური ზედსართავი სახელებით დაახასიათებდით გარემოს?
Saturday, October 1, 2016
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე წინა დღესთან შედარებით შრომატევადი იყო. წავიკითხეთ კოლეგების პროექტის იდეები, დავუწერეთ კომენტარები, განვიხილეთ იდეები ერთად. ასევე მივიღეთ ტრენერის რჩევები ბროშურის ჩასასწორებლად. Drive-ში შევქმენით ახალი ფაილი "ინტელის ტრენინგი"-ს სახელწოდებით. შევავსეთ გეგმის შაბლონის ნაწილი. ვიმუშავეთ ეროვნული სასწავლო გეგმით.
სასწავლო პროექტის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ:
გამოიყენონ ინგლისური ენა სხვადასხვა ასპექტში;
ამოიცნონ ინტერნეტ სტატიის რომელ ნაწილში მოძებნონ ინფორმაცია სუფთა გარემოს შესახებ;
იპოვიან კონკრეტულ ინფორმაციას;
კონტესქტის მიხედვით შეძლებენ ამოიცნონ უცხო სიტყვების უმრავლესობა;
შეძლებენ გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი;
ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეძლებენ გამოიტანონ დასკვნა;
შეძლებენ გამოიყენონ უკვე ნასწავლი გრამატიკული მასალა, იმისათვის რომ სწორად დაწერონ საკუთარი აზრი.
Friday, September 30, 2016
პროექტის იდეა
მსოფლიოს დიდ პრობლემას წარმოადგენს დაბინძურებული გარემო. ჩემი პროექტის თემაა "სუფთა გარემო". პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა იმსჯელონ, როგორ დავიცვათ გარემო. ისინი დააკვირდებიან ქუჩას სახლიდან სკოლამდე, ინგლისურენოვანი საიტებიდან მოიძიებენ ინფორმაციას, თარგმნიან ქართულად და დაამზადებენ ბუკლეტებს, რომელსაც დაურიგებენ დაბალი კლასის მოსწავლეებს. ამ პროექტით მოსწავლეები გაიგებე, რამდენად მნიშვნელოვანია სუფთა გარემო ჩვენთვის და მიეჩვევიან გარემოზე ზრუნვას.
Sunday, September 25, 2016
მეორე დღის რეფკლექსია
დღევანდელი დღე საკმაოდ შრომატევადი გამოვიდა. ვისაუბრეთ პროექტის
შესახებ, განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, განვიხილეთ პროექტის გეგმის მაგალითები, შევქმენით ახალი ბლოგები და ვისწავლეთ ბროშურის შექმნა word-ის ფაილში. ვფიქრობ დღეს მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, აუცილებლად დავგეგმავ პროექტს... :) :)
შესახებ, განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, განვიხილეთ პროექტის გეგმის მაგალითები, შევქმენით ახალი ბლოგები და ვისწავლეთ ბროშურის შექმნა word-ის ფაილში. ვფიქრობ დღეს მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, აუცილებლად დავგეგმავ პროექტს... :) :)
ინტელის ტრენინგები დაიწყო...
ინტელის ტრენინგი დაიწყო და დიდი მოლოდინები მაქვს. ვიცი, უნდა შევისწავლო როგორ ვიმუშავო სასწავლო პროექტზე და როგორ დავგეგმო და გავაკეთო. მეტ ინფორმაციას მივიღებ ბლოგზე უკეთესად სამუშაოდ.
Subscribe to:
Posts (Atom)