ჩემ შესახებ

მოგესალმებით :) მე მაკა ვარ... 28 წლის ვარ და უკვე 7 წელია მასწავლებლად ვმუშაობ. თავიდან მიჭირდა მასწავლებლის აქტიურ რეჟიმთან და ბევრ ბავშვთან შეგუება, მაგრამ ახლა სკოლის და ბავშვების გარეშე უკვე აღარ შემიძლია. ადრე თუ მოუთმენლად ველოდებოდი არდადეგებს, ახლა სწავლის დაწყებას ველოდები ხოლმე მოუთმენლად. ინგლისური ენა... ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი... ენა რომელიც დაბადებიდან ჩამესმის დედისგან და ვერ გეტყვით როდის ვისწავლე. ასევე, ალბათ, ვერ იტყვის ჩემი შვილიც, იმიტომ რომ პირველი სიტყვები სწორედ ინგლისურად თქვა. :)

No comments:

Post a Comment