Sunday, October 16, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს, ისევე როგორც სხვა ტრენინგ დღეებში ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ. შევამოწმეთ პროექტის ნიმუშები, მივიღეთ რეკომენდაციები ტრენერისაგან ( უზომოდ უზომოდ გამიხარდა, ჩემი პროეტის ნიმუში რომ მოეწონა :) ) გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასებას, მოვარგეთ ჩვენს პროექტებს და ავტვირთეთ Drive-ში. მივიღეთ ახალი რეკომენდაციები გეგმის შაბლონში სამუშაოდ. გავიგეთ რა უნდა ჩავწეროთ სასწავლო პროცედურებში.

Saturday, October 15, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ეს დღე ჩემთვის ყველაზე, ყველაზე სახალისო და სასიამოვო იყო :) ძირითადი სამუშაო გვქონდა ბლოგებსა და დრაივზე. საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე, რომელთანც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში. ვისწავლეთ ლოგოს ჩასმა ბლოგზე, გავაკეთეთ პროექტის მონახაზი Power Point-ში, ვიმუშავეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონზე, რომელიც ავტვირთეთ Drive-ში. ვისწავლეთ როგორ მოვახერხოთ პრეზენტაციებისა და ვიდეოების ჩასმა ბლოგზე. სასწავლო რესურსებში ავტვირთეთ "საავტორო უფლებების ქაოსი"...

Friday, October 14, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე, ისევე, როგორც სხვა ტრენინგდღეები აქტიური და შრომატევადი გამოვიდა. დღე დავიწყეთ საშინაო დავალების წაკითხვით. მივიღეთ რეკომენდაციები ქალბატონი ლალისგან. ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის შაბლონზე. ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე და დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი. ასევე, შევისწავლეთ როგორ დავამატოთ ბლოგზე გვერდები, დავამატეთ ორი გვერდი. ახალ გევრდზე ავტვირთეთ ინფორმაცია ჩევნზე და დავურთეთ ფოტო. ვისწავლეთ, როგორ გავაზიაროთ ვიდეო ბლოგზე youtube-დან.

ყვითელი ფოთლები